საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის თქმით, 13 ივნისს პრაღაში გამართულ შეხვედრაზე მას და კარასინს ანაკლიის პორტზე საერთოდ არ უსაუბრიათ. აბაშიძე ამბობს, რომ “ვერ იტყვის“, თუ რა კავშირი აქვს რუსეთს ამ პორტთან. თუმცა შეხვედრამდე, რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში კარასინმა თქვა, რომ მას “არ აწყობს” აშშ-ის ტონი რუსეთსა და ჩინეთზე ანაკლიის პორტის კონტექსტში “ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საერთოდ […]
↧
ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საერთოდ არ გვისაუბრია –აბაშიძე კარასინთან შეხვედრაზე
↧
“ოცნებამ”ყველაფერი იღონა, რომ რ2 დამფუძნებლებს არ დაბრუნებოდა –დვალი და აქიმიძე
“ეგრეთ წოდებულმა „ქართული ოცნების“ მთავრობამ, რომელიც სამართლიანობის აღდგენის ვალდებულებით მოვიდა ხელისუფლებაში, ყველაფერი იღონა იმისთვის, რათა ტელევიზია დამფუძნებლებს და კანონიერ მფლობელებს არ დაბრუნებოდათ”, – ამის შესახებ ნათქვამია დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მიერ გავრცელებულ ერთობლივ მიმართვაში, რომელიც დღეს გავრცელდა. რ2-ის დამფუძნებლების ინფორმაციით, 2019 წლის 16 ივნისს რუსთავი 2-ის დამფუძნებლების მიმართ ჩადენილი დანაშაულიდან 15 წელი გადის, რაც იმას […]
↧
↧
თბილისის ზღვაზე მოზარდი დაიხრჩო
თბილისის ზღვაზე 15 წლის მოზარდი დაიხრჩო. შემთხვევა გუშინ, 13 ივნისს მოხდა. როგორც ნეტგაზეთს საქართველოს შინაგან საქმეთა ასმინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
↧
რა უნდა იცოდეს ორანჟერიის პროექტის შესახებ მოსახლეობამ –ბიძინა გიორგობიანის მოსაზრება
ეკოლოგი ბიძინა გიორგობიანი დიღმის ტყე პარკის მიმდებარედ, ავტოსალონის ნაცვლად, ორანჟერეის მოწყობის იდეას მიესალმება. ეკოლოგი ყურადღებას პროექტის დანიშნულებაზე ამახვილებს და მიიჩნევს, რომ მისი განხორციელება მოსახლეობისთვის სასიკეთო იქნება. “აღმაშენებლის ხეივანთან, არქიტექტურულად მოძველებული ავტოსალონის ნაცვლად, მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის შექმნა ძალიან კარგი იდეაა. განსაკუთრებით პოზიტიურ შთბეჭდილებას ტოვებს პროექტით განსაზღვრული ცენტრის, როგორც საზოგადოებრივი, ღია რეკრეაციული სივრცის დანიშნულება. პროექტი, სავარაუდოდ, მოიცავს […]
↧
მოქალაქის მანქანიდან ჰეკლერ-კოხი, მაკაროვი, ჩეზე + 6 მჭიდი და 126 ვაზნა ამოვიღეთ –შსს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დააკავეს 1974 წელს დაბადებული პირი, რომლის მანქანიდანაც მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, ჩეზეს სისტემის პისტოლეტი და ჰეკლერ-კოხის სისტემის ავტომატი, სხვადასხვა სისტემის იარაღის 6 მჭიდი და 126 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებულს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შსს-ს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ავტომანქანით გადაადგილდებოდა, ხოლო იარაღები […]
↧
↧
შრომისუნარიანი ასაკის კაცის საარსებო მინიმუმი მაისში 190 ლარამდე გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, შრომისუნარიანი ასაკის კაცის საარსებო მინიმუმი მაისში 190.1 ლარს შეადგენდა. 2004 წლიდან ეს არის საარსებო მინიმუნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ამასთან, შრომისუნარიანი ასაკის კაცის საარსებო მინიმუმი 2019 წლის იანვრიდან 11.4 ლარით არის გაზრდილი. საარსებო მინიმუმს საქსტატი მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. სასურსათო კალათას უწოდებენ პროდუქტების ერთობლიობას, რომელიც, საქსტატის თანახმად, შეიცავს ადამიანისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების (კალორიების, ცხიმების, […]
↧
საპატრიარქო ხელისუფლებას მოუწოდებს, პრაიდის ჩატარება არ დაუშვას
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო თბილისში 18-23 ივნისს დაგეგმილ პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ქვიარ თემს ღონისძიება არ ჩაატარებინოს. “სამწუხაროდ, LGBT გარკვეული ჯგუფები და მათი მხარდამჭერები უცხო ქვეყნებს ისე აწვდიან ინფორმაციას, თითქოს საქართველოში ისინი დიდად შევიწროებულნი და დევნილნი არიან და ამ მოტივით სერიოზულ დაფინანსებას იღებენ. მათ სურთ თავიანთი აქტივობა ისე წარმოაჩინონ, როგორც […]
↧
“ევროპული საქართველოს” 4 შენიშვნა სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღის შესახებ
“ევროპულ საქართველოს” სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღის ფარგლებში მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით 4 პრინციპული შენიშვნა აქვს. კერძოდ, “ევროპული საქართველოს” კრიტიკის საფუძველია, რომ: მოსამართლეთა არჩევისას კანდიდატისთვის მინიჭებული ქულა კვლავ არ საბუთდება და გაურკვეველი რჩება საბჭოს წევრის მოტივაცია შეფასების პროცესში; მოსამართლეებს არ ეძლევათ სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის უფლებამოსილება. ეს ბერკეტი კვლავ რჩება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელიც აღნიშნულს იყენებს […]
↧
საჯარო სამსახურები პროაქტიულად ყველაზე ცუდად ფინანსურ ინფორმაციას აქვეყნებენ – IDFI
2019 წლის მაისში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 100 საჯარო დაწესებულებაში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკა შეისწავლა, რომლის მიხედვითაც გაირკვა, რომ მათთვის ყველაზე პრობლემური საკითხი ფინანსების განკარგვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნება იყო. IDFI-მ შემდეგი უწყებების ვებ-გვერდების მონიტორინგი განახორციელა: საქართველოს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია 11 – სამინისტრო/სახელმწიფო მინისტრის აპარატი 86 – სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ და […]
↧
↧
“ზატო, ხელოვნური სუნთქვა ეცოდინებათ :)”–საკრებულოს წევრი მაშველ ქალებზე
“ზატო ხელოვნური სუნთქვა ეცოდინებათ :)”, – ფეისბუქში შემდეგი შინაარსის დისკრიმინაციული კომენტარი ბათუმის საკრებულოს წევრმა (ენმ) ნოდარ დუმბაძემ დაწერა. თავად ნოდარ დუმბაძე არ ფიქრობს, რომ ასეთი კომენტარი საკრებულოს წევრისგან შეურაცხმყოფელია ან დისკრიმინაციის წამახალისებელია. არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის“ პროგრამების ხელმძღვანელი, რომა დოლაბერიძე, დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მაშველი გოგონების მიმართ საკრებულოს წევრის მიერ გავრცელებული დისკრიმინაციული კომენტარის გასაპროტესტებლად მივიდა. […]
↧
„Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება”საქართველოს ბანკის პარტნიორობით
საქართველოს ბანკის პარტნიორობით „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ ფარგლებში ტურიზმისა და მასპინძლობის მორიგი კონფერენცია გაიმართება. საქართველოს ბანკი უკვე მეოთხე წელი მხარს უჭერს კონფერენციას, რადგან საქართველოს ბანკისათვის ტურიზმი პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ბანკის მხარდაჭერით, 2018 წლის მანძილზე, სასტუმროების მშენებლობის დასაფინანსებლად განხორციელდა 153 მილიონი დოლარის ინვესტიცია, სასტუმროებში დასაქმდა 4,622 ადამიანი, ოთახების რაოდენობა განთავსების ობიექტებში გაიზარდა 6,701 ოთახით. […]
↧
მიმდინარე წელს ივანიშვილის ქონება 275 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა
Bloomberg-ის ინფორმაციით, 2019 წლის პირველ კვარტალში ბიძინა ივანიშვილის ქონება 275 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და ჯამში 5.27 მილიარდი დოლარი შეადგინა. Bloomberg-ზე მისი ქონების წლიურ მაჩვენებელი ანუ 2018 წლის მაისიდან 2019 წლის მაისამდე პერიოდში, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ქონების მოცულობა იცვლებოდა და 2018 წლის დეკემბერში 4.95 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ბლუმბერგის” თანახმად, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ქონება რუსეთში დააგროვა 1990-იან წლებში. […]
↧
საპატრიარქოს განცხადება შეიძლება ძალადობისკენ მოწოდებად აღვიქვათ –თაბაგარი
თბილისი პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ საპატრიარქოს მიერ დღეს გავრცელებული განცხადება შესაძლოა ძალადობისკენ მოწოდებად აღვიქვათ. თაბაგარის თქმით, საპატრიარქოს აქვს უფლება ამ საკითხზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს, თუმცა საქართველო სეკულარული სახელმწიფოა და ყველას გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს: “ეს განცხადება, რა თქმა უნდა, შეიძლება აღვიქვათ ძალადობისკენ მოწოდებად. მით უმეტეს, როცა ჩვენ ვნახეთ 2013 წლის 17 […]
↧
↧
Glovo საქართველოში უსაფრთხო მოძრაობის კულტურის განვითარებას შეუწყობს ხელს
მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Glovo, რომელიც საქართველოში 2018 წლის ოქტომბრიდან ოპერირებს, ახალ სოციალურ კამპანიას აანონსებს, რომლის ძირითადი მიზანია საქართველოში მოპედების და მსუბუქი მოტოციკლების მფლობელებისთვის უსაფრთხო მოძრაობის კულტურის განვითარება. ამ ინიციატივის ფარგლებში, კომპანია Geosafety-სთან ერთად შემუშავდა საგანგებო ტრენინგ- მოდული, რომელიც განკუთვნილია მოპედების და მსუბუქი მოტიციკლების მფლობელებისთვის. კამპანია, რომელსაც ექნება პერმანენტული ხასიათი, დაიწყება ივნისის ბოლოს დაგეგმილი პირველი […]
↧
თუშეთის გზიდან ავტომობილი გადავარდა
თუშეთის გზაზე, კერძოდ მე-18 კილომეტრზე, ავტომობილი გზიდან გადავარდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაგვიდასტურეს. საგანგებოში გვითხრეს, რომ ადგილზე ამ წუთებში სამაშველო და სასწრაფო ბრიგადების მობილიზება ხდება. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მიმდებარე ტერიტორიაზე მობილურის სიხშირეს ვერ იჭერენ, რის გამოც ჯერ-ჯერობით ვერ ვიგებთ, რა ვითარებაა ადგილზე. ნეტგაზეთი დამატებით დეტალებს გარკვევისთანავე გაცნობებთ. ახმეტის მერის მოადგილემ, ვაჟა ნასყიდაშვილმა […]
↧
თვითრეგულირების საკითხების რეგულირებაში გადატანა დაუშვებელია –მედიაკოალიცია
კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ არის მიმართული და დიდ საფრთხეებს შეიცავს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წინადადება “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შემოთავაზებული ცვლილებებით მედიის თვითრეგულირების სფეროში არსებული საკითხები გადადის სახელმწიფო რეგულირების კომპეტენციაში, შესაძლებელი ხდება მედიის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილების კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრება. კოალიციის შეფასებით, ეს ქმნის […]
↧
დედაქალაქის მერია ფესტივალს „თბილისის ცის ქვეშ“ წელს VTB ბანკთან ერთად ჩაატარებს
ფესტივალის ფარგლებში თბილისის სხვადსხვა უბანში გაიმართება კულტურული, სპორტული, საბავშვო და საგანმანათლებლო ღონისძიებები. ფესტივალთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ და VTB ბანკის წარმომადგენელმა შოთა მაჭავარიანმა მედიას ინფორმაცია მიაწოდეს საფესტივალო პროგრამისა და ადგილმდებარეობის შესახებ. ბანკსა და მერიას შორის ასევე გაფორმდა თანამშრომოლობის მემორანდუმი გაფორმდა. პირველი […]
↧
↧
თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა
დღეს, 14 ივნისს, ფშაველი-ომალოს მე-18 კმ-ზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს ერთი მოქალაქე ემსხვერპლა, ხოლო მძღოლი, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა, დაშავდა. მომხდარზე ინფორმაციას შსს ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სავარაუდოდ, ავტომობილის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და გადავარდა ხევში: ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ავტომობილის მგზავრი 1984 წელს დაბადებული მამაკაცი, […]
↧
საპატრიარქოს განცხადება არის პირდაპირი დადასტურება ძალადობისა –რესპუბლიკელები პრაიდზე
რესპუბლიკური პარტია საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება, სადაც ის სახელმწიფოს მოუწოდებს პრაიდის კვირეული არ დაუშვას. რესპუბლიკელები წერენ, რომ საპატრიარქოს ეს განხადება ძალადობის, ჩაგვრისა და ადამიანის დევნის პირდაპირ დადასტურებაა. “საპატრიარქოს განცხადება არის პირდაპირი დადასტურება ძალადობის, ჩაგვრისა და ადამიანის დევნის. ამასთანავე, საპატრიარქო ულტიმატუმის ენით ელაპარაკება ხელისუფლებას, რომელიც არის (უნდა იყოს) კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი. განცხადების უკან მდგომი […]
↧
პროკურატურა პრეზიდენტის მიერ პროკურორების დაჯილდოებაზე განმარტებას აკეთებს
საქართველოს პროკურატურა განმარტავს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღირსების ორდენით 4 პროკურორი გენერალური პროკურორის წარდგინებით, 2018-2019 წლებში გაწეული წარმატებული საქმიანობისთვის დააჯილდოვა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, ეს განმარტება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით კეთდება. საქმე იმაშია, რომ 30 მაისს, პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრებად აღიარებულების საქმის პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე […]
↧