სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის, სერგეი ზასეევის განცხადებით, მთიანი ყარაბაღიდან დაბრუნებულ Conifa-ს ჩემპიონატში გამარჯვებულ მათი საფეხბურთო ნაკრების წევრებს 12 ივნისს ვლადიკავკაზში ცეცხლი გაუხსნეს. შესაბამისად, დაჯილდოების ცერემონიისთვის ცხინვალში ნაკრები არასრული შემადგენლობით დაბრუნდა. როგორც ოსური გამოცემა cominf. org წერს, ფიზიკური დაპირისპირება და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ვლადიკავკაზში სამხრეთ ოსეთის საფეხბურთო ნაკრების ზოგიერთ წევრსა და ვლადიკავკაზელ […]
↧
ჩემპიონატში გამარჯვებულ ჩვენს ფეხბურთელებს ცეცხლი გაუხსნეს –ცხინვალი
↧
ევროპულმა საქართველომ და ენმ-მ საარჩევნო საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დატოვეს
ევროპულმა საქართველომ და ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში საარჩევნო საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დატოვეს, რადგან მთავარ საკითხად იქ არ განიხილებოდა პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღება. დღესვე, სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა საინიციატივო ჯგუფმა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებისა და მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების მიზნით პარლამენტში 300 000-მდე მოქალაქის ხელმოწერა შეიტანა. ევროპული […]
↧
↧
შემოსავლების სამსახურის უფროსი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა და ასოციაციის წევრებს საგადასახადო სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. შეხვედრას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, ასევე ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ არახამია და უწყების სხვა წარმომადგენლები. თურქ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს, მიმდინარე […]
↧
ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით პარლამენტში 300 000-მდე ხელმოწერა შეიტანა
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა საინიციატივო ჯგუფმა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებისა და მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების მიზნით პარლამენტში 300 000-მდე მოქალაქის ხელმოწერა შეიტანა. როგორც “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისთვის 200 000 ხელმოწერა საკმარისია, თუმცა ოპოზიციამ 300 000-მდე ხელმოწერა წარმოადგინა და კიდევ აგრძელებს კამპანიას მილიონი ხელმოწერის შესაგროვებლად. “10 […]
↧
ჩვენში ძნელად შეხვდებით აფხაზების ან ოსების მოძულე ადამიანებს –ხედვა თბილისიდან
დავით ბრაგვაძე, უშიშროების საბჭოს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, თბილისი მე აფხაზეთი არასოდეს მინახავს – მხოლოდ ის, რაც ენგურის ხიდიდან ჩანს. მაგრამ ბევრი ისტორია მომისმენია მშობლებისგან, ბაბუისგან, ბიძისგან, ჩვენი სოხუმელი ნათესავებისგან. ამ ისტორიების ნაწილი ძალიან ყოფითია, ნაწილი- მანდარინის ბაღებზე, ნაწილი- „ტკბილი მოგონება“, ნაწილი ომზეა, ნაწილიც კი იმაზე, რომ ქართველებს და აფხაზებს ომამდეც ბევრი რამ არ გვესმოდა ერთმანეთის. […]
↧
↧
გარდაიცვალა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით უჯმაჯურიძე
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით უჯმაჯურიძე გარდაიცვალა. როგორც “ნეტგაზეთს” უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, ის საკუთარ სახლში მოულოდნელად დაიღუპა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევაა. დავით უჯმაჯურიძე თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო 2017 წლიდან, 2004-დან 2008 წლამდე კი – საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრი.
↧
პროპორციულ სისტემას თავისი რისკები აქვს –ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხებზე შემდგარი სამუშაო ჯგუფი იმ საკითხებზე მსჯელობით შემოიფარგლება, რომლებიც ODIHR-ის რეკომენდაციებში არის განსაზღვრული და საარჩევნო სისტემის საკითხს არ განიხილავს. კობახიძის თქმით, შესაძლებელია ისეთი საარჩევნო რეგულაციების ჩამოყალიბება, რაზეც პოლიტიკური სპექტრი შეჯერდება. ეს ეხება საკითხებს, როგორიცაა: პარტიების დაფინანსება და დაფინანსების გამჭვირვალობა, უფასო საეთერო დროის განაწილება, ე.წ. სიჩუმის დღე […]
↧
ვერეს ხეობის ზოგიერთ ადგილას მშენებლობა პრობლემას არ წარმოადგენს –კალაძე
დღეს, 13 ივნისს, თბილისის მერი კახა კალაძე ვერეს ხეობაში იმყოფებოდა, სადაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 2015 წლის 13 ივნისის შემდეგ სტიქიის ზონაში გაცემული ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაცია შესრულდა. ვერეს ხეობაში სასტუმროსა და კორპუსის მშენებლობაა დაგეგმილი, რის გამოც სამოქალაქო აქტივისტები თბილისის მერიას აკრიტიკებენ. ქავერის ფოტო: კახა კალაძე სტიქიის ზონაში, ვერეს ხეობა – 2015 წლის 13 ივნისი კახა კალაძემ […]
↧
ტრამპი: პრაიდის თვეს ვზეიმობთ და მივესალმებით ლგბტ ადამიანების წვლილს ქვეყნის წინაშე
აშშ-ის საელჩო საქართველოში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კომენტარს აქვეყნებს, რომელიც ლგბტ პრაიდის თვეს შეეხება. ტრამპი საზოგადოებას მოუწოდებს, გვერდით დაუდგეს ლგბტ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო იდევნებიან რიგ ქვეყნებში. “ლგბტ პრაიდის თვეს ჩვენ ვზეიმობთ და მივესალმებით ლგბტ ადამიანების განსაკუთრებულ წვლილს ჩვენი დიდი სახელმწიფოს წინაშე. მოდით, სოლიდარობის ნიშნად გვერდით დავუდგეთ იმ უამრავ ლგბტ ადამიანს, […]
↧
↧
გოლუნოვის საქმე: პუტინმა ორი გენერალი გადააყენა
რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას პოლიციის იმ გენერლების გათავისუფლების შესახებ, რომლებიც ივან გოლუნოვის საქმეში ფიგურირებენ. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. ვლადიმერ პუტინის ბრძანების საფუძველზე, თანამდებობიდან გადაყენებულნი არიან მოსკოვის პოლიციის ნარკოტრეფიკინგთან ბრძოლის დირექტორატის ხელმძღვანელი და მოსკოვის ერთ-ერთი რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი. ივან გოლუნოვის საქმე – მოკლედ სოლიდარობის კამპანიისა და სამოქალაქო პროტესტის შემდეგ, რუსეთში დაკავებული ჟურნალისტის, […]
↧
საჭიროების შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს –კობახიძე
მმართველი გუნდი მზადყოფნას გამოთქვამს, დააჩქაროს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, რომელიც “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (GNCC) ჯერ კიდევ 2017 წელს წარმოადგინა საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივა, რომლის მიხედვითაც თვითრეგულირებიდან რეგულირებაში გადადის “მაუწყებლობის შესახებ” კანონის შემდეგი საკითხები: იკრძალება ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა; იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან […]
↧
მერიამ ჰიპოპოტამ “ბეგის”ქანდაკების ესკიზები წარადგინა [ფოტო]
თბილისის მერიამ ჰიპოპოტამ „ბეგის“ ქანდაკების ესკიზები წარადგინა. თბილისის ზოოპარკის ბინადარი ჰიპოპოტამი ბეგი, რომელიც წყალიდოდაბას უვნებელი გადაურჩა, თბილისის და 13 ივნისის ტრაგედიის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. მერიაში აცხადებენ, რომ ჰიპოპოტამის ესკიზები 2 კვირის განმავლობაში წარმოდგენილი იყო თბილისის მერიაში, საჯარო სივრცეში. ნებისმიერ მსურველს შეეძლო, შეეფასებინა თავისი რჩეული ნამუშევარი და ამასთან დაკავშირებით ჩანაწერი გაეკეთებინა სპეციალურ წიგნში: “ორშაბათამდეა ვადა იმისთვის, […]
↧
საპარტნიორო ფონდის სამეთვალყურეო საბჭო ბანკების წარმომადგენლებმა დატოვეს
საპარტნიორო ფონდის სამეთვალყურეო საბჭო 4 კომერციული ბანკის წარმომადგენლმა დატოვა. მთავრობის 2019 წლის 6 ივნისის დადგენილებით, სახელმწიფო ფონდის სამეთვალყურეო საბჭო 4 ბანკის წარმომადგენლებთან ერთად იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაც დატოვა, საბჭოში ის შეცვალა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. ცვლილებამდე სამეთვალყურეო საბჭოში ლიბერთის, თიბისის, საქართველოსა და კორ სტანდარტ ბანკის წარმომადგენლები შედიოდნენ. მთავრობის დადგენილებით, სს საპარტნიორო ფონდის […]
↧
↧
ძირითადი რეკომენდაციები ასახულია –აშშ-ის საელჩო და EU-ს წარმომადგენლობა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის კანონპროექტზე
აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ კანონპროექტში ასახულია ძირითადი რეკომენდაციები, რომლებიც “საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას” უფუძნება. “აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში მიესალმება სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღის“ ფინალურ კანონპროექტს, რომელიც ფართო კონსენსუსით მომზადდა. …ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანონპროექტში ასახულია ძირითადი რეკომენდაციები, რომლებიც ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას და […]
↧
მომავალში $80 ათასი დაგიჯდებათ მკურნალობა, რომელიც ახლა უფასოა და შესაძლოა გჭირდებათ
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებიდან 4 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში პირველადი შემოწმებით C ჰეპატიტის სავარაუდო არსებობა 123 000 ადამიანს დაუდგინდა, თუმცა მკურნალობა მათმა მხოლოდ 40-მა პროცენტმა დაასრულა. ელიმინაციის პროგრამის მიზნების მიხედვით, 2020 წლისთვის ქვეყანაში C ჰეპატიტით ინფიცირებული 150 000 ადამიანის 90%-ის განკურნებისთვის უნდა მიეღწია (135 000 ადამიანი), თუმცა ექსპერტებიც და სახელმწიფოს წარმომადგენლებიც აღიარებენ, რომ […]
↧
I ივლისიდან C ჰეპატიტის კვლევებს სახელმწიფო სრულად დააფინანსებს –ზოიძე
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, კაკი ზოიძის თქმით, პირველი ივლისიდან C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევები სრულიად უფასო იქნება. როგორც ზოიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, ამ დრომდე ჩაღრმავებული კვლევები მხოლოდ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის იყო უფასო, დანარჩენ ბენეფიციარებს კი 100-140 ლარის თანაგადახდა უწევდათ. ამასთან, დეპუტატი აღნიშნავს, რომ პროგრამაში გაძლიერდება პირველადი ჯანდაცვის როლი და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც კლინიკაში […]
↧
ჯანეზაშვილი და დოლიძე მიქაუტაძეს მოუწოდებენ უზენაესის მოსამართლის კონკურსს გამოეთიშოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე განცხადებას ავრცელებენ და მიიჩნევენ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში დაუშვებელია გიორგი მიქაუტაძის კანდიდატად მონაწილეობა. მათი თქმით, ამით ჩრდილი ადგება იმ პროცესს, რომელიც ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემისთვის ისტორიული მნიშვნელობისაა: “უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თანამდებობაზე არჩევის მთელი ეს პროცესი, უნიკალური შანსია სასამართლო სისტემისადმი საზოგადოების ნდობის განსამტკიცებლად. იუსტიციის უმაღლესი […]
↧
↧
ზურა ხაჩიძე: მიზერულ ხელფასზე დავთანხმდი
სამცხე–ჯავახეთში სამხარეო რწმუნებულის (გუბერნატორი) მესამე მოადგილე, “ქუჩის ბიჭების” ყოფილი წევრი ზურა ხაჩიძე ამბობს, რომ “მიზერულ ხელფასზე დათანხმდა”. “ ვიღაცები ამბობენ, რომ ჩინოვნიკი, პრივილეგიები. მე არანაირი პრივილეგიები არა მაქვს. მიზერულ ხელფასზე დავთანხმდი, ერთ კონცერტში უფრო მეტ ანაზღაურებას ვიღებდი საზღვარგარეთ გასტროლებზე. ჯერჯერობით ახალგაზრდა ვარ და შემეძლო გამეგრძელებინა სიმღერა”, – განაცხადა მან 13 ივნისს ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში”. […]
↧
გურული მოჯირითის სახე ნიუ-იორკულ მურალზე
წყარო: ამერიკის ხმა მანჰეტენზე, ვესტ ვილიჯის ერთ-ერთი საჯარო სკოლის კედელზე, ამერიკაში საუკუნის წინ ჩამოსული ხუთი იმიგრანტის სახეა დახატული. კედლის მხატვრობა “თავისუფლების ფერების” სერიის ნაწილია და გასულ წელს ბრაზილიელმა მურალისტმა, ედუარდო კობრამ დახატა. მურალი მონუმენტურია და იმიგრანტების სახეები 800 კვადრატულ მეტრზეა დახატული. ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კედლის მხატვრობაზე მკვლევარმა ირაკლი მახარაძემ გურული მხედრის, მშვიდობაძის სახე ამოიცნო. […]
↧
დვალი და აქიმიძე რ2-ის საქმის ხანდაზმულობის ვადის გაგრძელებას ითხოვენ
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ. მათი ინფორმაციით, “2019 წლის 16 ივნისს რუსთავი 2-ის დამფუძნებლების მიმართ ჩადენილი დანაშაულიდან 15 წელი გადის, რაც იმას ნიშნავს, რომ იწურება საქმის ხანდაზმულობის ვადა, რის შემდეგაც ვეღარ შევძლებთ სამართლებრივი გზით სიმართლის დამტკიცებას”. აქიმიძე და დვალი ამ ვადის გაგრძელებას ითხოვენ. მათ მიმართვას უცვლელად გთავაზობთ: […]
↧