14 ივნისს სრულიად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა თბილისის მერი კახა კალაძე და მისი ოჯახის წევრები მიიღო. ინფორმაციას ამ შეხვედრის შესახებ საპატრიარქო ავრცელებს. “დღეს მოინათლნენ ბ-ნ კახის უმცროსი შვილები და მათი ნათლია მისი უწმინდესობა გახდა”, – იუწყება საპატრიარქოს ოფიციალური ვებგვერდი. საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ფოტომასალაში ასევე ჩანს დეპუტატი ივლიანე (ილია) წულაია.
↧
ილია მეორემ კალაძეს ოჯახი დაულოცა და უმცროსი შვილები მოუნათლა
↧
სილქნეტმა მედიასთან არალეგალური კონტენტის გავრცელების პრობლემებსა და „სილქ სატის“ შესახებ ისაუბრა
სილქნეტმა მრავალფუნქციურ სივრცეში „რესპუბლიკა“ მედიასთან შეხვედრა გამართა, რომელსაც კომპანიის გენერალური დირექტორი დავით მამულაიშვილი, კომერციული დირექტორი ბაჩო ჩინჩალაძე, დირექტორთა საბჭოს წევრები და კომპანიის დამფუძნებლები უძღვებოდნენ. შეხვედრის თემა საქართველოში არალეგალური კონტენტის გავრცელება და კომპანიის ახალი სატელიტური პროდუქტის „სილქ სატის“ წარდგენა იყო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დღეისათვის, საქართველოში ასობით ათასი აბონენტი არალეგალური გზით იღებს სატელიტურ მომსახურებას, შედეგად, მილიონობით დოლარი […]
↧
↧
კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ სად დგას დღეს სახელმწიფო –თაბაგარი ჩაშლილ აქციაზე
მთავრობის ადმინისტრაციასთან პრაიდის ორგანიზატორთა და მხარდამჭერთა აქცია დღეს, 19 საათზე ჩაიშალა. პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიორგი თაბაგარის თქმით, ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ სად დგას ქვეყნის ხელისუფლება. აქციაზე პრაიდის მხარდამჭერებთან ულტრამემარჯვენეები, სასულიერო პირები და მრევლი, მათ შორის, ლევან ვასაძე მივიდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ცოტა ხნის წინ სამართალდამცველებმა გიორგი თაბაგარს ტერიტორია დაატოვებინეს. როგორც თავად აცხადებს, პოლიციელებმა ის […]
↧
თბილისი პრაიდის ორგანიზატორები აქციას კიბეებზე მართავენ, კანცელარიასთან მიახლოების უფლებას არ აძლევენ
თბილისის გეი პრაიდის ორგანიზატორებს, რომლებიც დღეს, 19.00 სთ-ზე მთავრობის კანცელარიასთან აქციას გეგმავდნენ, შენობასთან მიახლოების შესაძლებლობა არ მისცეს. ისინი კანცელარიის შენობასთან ასასვლელ კიბეებზე მართავენ აქციას და მოუწოდებენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, გამოვიდნენ და საჯაროდ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია შეკრების თავისუფლებაზე. 14 ივნისს საპატრიარქომ ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვან გეი პრაიდის ჩატარება თბილისში, რომელიც 17 -23 ივნისსაა დაგეგმილი. “ეს განცხადება, რა თქმა […]
↧
“ნეტგაზეთის”ჟურნალისტს აქციაზე ტელეფონი წაართვეს და ძირს დაუგდეს
“ნეტგაზეთის” ჟურნალიტს, რომელიც კანცელარიასთან მიმდინარე მოვლენებს პირდაპირ ეთერში აშუქებდა, აქციის მონაწილემ ტელეფონი წაართვა და ძირს დაუგდო. ჟურნალისტ გიორგი დიასამიძის თქმით, ამ პროცესს თვალს ადევნებდა პოლიცია, თუმცა რეაქცია არ ჰქონია. პირი, რომელმაც ტელეფონი წაართვა, მანამდე ეკითხებოდა თუ ვინ იყო და რომელ მედიასაშუალებას წარმოადგენდა, რის შემდეგაც ტელეფონი წაართვა. დღეს, 19.00 საათზე, კანცელარიასთან თბილისი პრაიდის ორგანზატორების აქცია იყო […]
↧
↧
კანცელარიასთან აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს
კანცელარიასთან პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. ნეტგაზეთის კორესპონდენტების ინფორმაციით, დაკავებულებს შორის პრაიდის ორგანიზატორები ან/და მხარდამჭერები არ არიან. ამჟამად მთავრობის ადმინისტრაციის წინ, სადაც თავადპირველად პრაიდის ორგანიზატორები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ, დაძაბულობაა. კანცელარიასთან ასევე მივიდნენ ულტრამემარჯვენეები, სასულიერო პირები და მრევლი, რის შემდეგაც დაპირისპირება დაიწყო. ნეტგაზეთი დაკავებულების ზუსტ რაოდენობასა და მუხლს აზუსტებს. მასალა განახლდება.
↧
ხელისუფლებამ მოძალადე ჯგუფი აირჩია –ევროპული საქართველო კანცელარიის აქციაზე
“ევროპული საქართველო“ მთავრობის კანცელარიასთან მომხდარ დღევანდელ დაპირისპირებას განცხადებით ეხმაურება და ამბობს, რომ მთავრობამ არჩევანი მოძალადე, პროპუტინულ ჯგუფზე გააკეთა. “ქართული ოცნების მთავრობა განაგრძობს მოძალადე და პროპუტინური ჯგუფების წახალისებას და მათთვის ხელის დაფარებას. დღეს მთავრობის კანცელარიასთან მოქალაქეთა ჯგუფს, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავს, გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდეს. კანონის დაცვის ნაცვლად, ხელისუფლებამ არჩევანის გაკეთება გადაწყვიტა და მოძალადე, პრორუსული ჯგუფების მხარე […]
↧
პასუხისმგებელია ხელისუფლება, რომელიც საპატრიაქროს წინააღმდეგობას ვერ უწევს –კორძაია
რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას თქმით, ის დაპირისპირება, რაც დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან მოხდა, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. თამარ კორძაია ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს ვერ ბედავენ ხმა ამოიღონ. “პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ყველა პოლიციელი თავის ფუნქციას ასრულებს, იმდენად მძიმე ვითარებაა… ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს და ხელისუფლებას, რომელიც წინააღმდეგობას ვერ უწევს საპატრიაქროსა […]
↧
“მიიღებენ სიმეტრიულ პასუხს”–ლევან ვასაძე პოლიციასა და ქვიარ თემზე საუბრობს
ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ლგბტ თემის წევრებს აქციის ჩატარების უფლებას არსად მისცემენ, მათ შორის არც დახურულ სივრცეში. ამის შესახებ ვასაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან განაცხადა, სადაც ის სხვა ჯგუფებთან ერთად ჰომოფობიურ აქციას მართავს. ვასაძის თქმით, თუ პოლიცია ქვიარ თემს აქციის ჩატარებას არ აუკრძალავს და ამის საპირწონედ მათ გაუწევს წინააღმდეგობას, სამართალდამცველები სიმეტრიულ პასუხს მიიღებენ. “ქართულ სახელმწიფოებრიობას უქმნიან […]
↧
↧
განცხადებაში ცალსახად დავინახე, რომ საპატრიარქო ძალადობას ემიჯნება –ლომჯარია
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განცხადებაში ხაზგასმულია ის, რომ საპატრიარქო მხარს არ უჭერს და ემიჯნება ძალადობას”, – ასე შეაფასა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საპატრიარქოს განცხადება თბილისის პრადითან დაკავშირებით. “ძალიან მნიშვნელოვანია, ყველანი შევთანხმდეთ, რომ განსხვავებული აზრი რაც უნდა მიუღებელი იყოს, ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ პირველ რიგში საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც არის უზენაესი კანონი ამ […]
↧
ჰომოფობიური აქციის 8 მონაწილე დააკავეს
თბილისში, კანცელარიასთან რვა პირი დააკავეს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ თბილისი პრაიდის ორგანიზატორების აქციის გამართვას და კონტრაქციას მართავდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ყველა დაკავებულია პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო. აქციაზე თავდაპირველად ოთხი პირი დააკავეს, ახლახან კი- კიდევ ოთხი. ამჟამად კონტრაქციის მონაწილეები იმყოფებიან კანცელარიის შენობასთან, ხოლო თბილისი პრაიდის ორგანიზატორები და ლგბტ უფლებების დამცველები- კანცელარიასთან ასასვლელ კიბესთან. მათ ერთამენთისგან პოლიციის კორდონი ჰყოფს. […]
↧
ეს დაპირისპირება თანამდებობის პირების უპასუხისმგებლობის გამო მოხდა –ანა აბაშიძე
“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენლის, ანა აბაშიძის თქმით, დღეს, 14 ივნისს, მომხდარი დაპირისპირება თანამდებობის პირების უპასუხისმგებლობის შედეგია. “ეს [დაპირისპირება] არის… მე ვიტყოდი, თანამდებობის პირების უპასუხსმგებლობით ადამიანების დაპირისპირების ხელშეწყობა – მეტი არაფერი არ არის ეს. მარტივად შეიძლებოდა ამ ყველაფრის განეიტრალება იმ ელემენტარული ქცევით, რომ დაძლიონ მათ შიში და თქვან ძალიან მარტივი რამ – ყველას აქვს ამ ქვეყანაში […]
↧
„სადაც დაგინახავ, ხელებს მოგამტვრევ“ — ჰომოფობიური აქციის მონაწილე „ლიბერალის“ ჟურნალისტს
„დაგალეწო, გინდა, ეგ ტელეფონი?“… „შენ დამახსოვრებული მყავხარ“, — ამ სიტყვებით ემუქრებოდნენ კანცელარიასთან ჰომოფობიური აქციის მონაწილეები გამოცემა „ლიბერალის“ რედაქტორს, ლიკა ზაკაშვილსა და გამოცემის კიდევ ერთ ჟურნალისტს. „რატომ მიღებ? დაგალეწო, გინდა, ეგ ტელეფონი?“, — უთხრა მათ ჰომოფობიური აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. ცოტა ხანში აქციის იგივე მონაწილე და მის გვერდით მდგომი კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი ყვირიან: „ნახე, კიდევ გვიღებს… შენ […]
↧
↧
“ტყე რესტორნის ეზო გახდება“ –პროტესტი დიღმის ტყე-პარკში მშენებლობის წინააღმდეგ
შპს “ანაგი“ დიღმის ტყე-პარკში “კია მოტორსის“ შენობის ნაცვლად მულტიფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს. შენობა, რომელსაც “ორანჟერეა“ ჰქვია, სინამდვილეში მულტიფუნქციური ცენტრია, რომელსც ძირითადად საბანკეტო, სადღესასწაულო და ა.შ. ფუნქცია აქვს. ნებართვა უკვე გაცემულია, თუმცა მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა. აქტივისტები, მათ შორის ანა გაბრიაძე და მისი ადვოკატი ნანა რამიშვილი, ამბობენ, რომ ისინი ტყე-პარკის გადასარჩენად უკვე 17 წელია, რაც იბრძვიან. […]
↧
მაგთი ფიქსის აღარ გაუქმდება
მაგთიკომის ინფორმაციით, აბონენტებს მაგთიფიქსის მომსახურება არ შეუწყდებათ და კომპანიამ CDMA ლიცენზია 10 წლის ვადით მიიღო. “17 ივნისიდან მაგთი ფიქსის მომსახურება უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება და მომხმარებლები შეუფერხებლად შეძლებენ აღნიშნული სერვისით სარგებლობას”,-აცხადებენ კომპანიაში. მათივე ცნობით, გარკვეული სირთულეების მიუხედავად, “მაგთიკომისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, მაგთი ფიქსის ლიცენზიის მოქმედების ვადა გაგრძელდა”. მარეგულირებლის ცნობით, კომისიამ შპს „მაგთიკომს“ “მათთვის მისაღები პირობები” […]
↧
„არ ვაპირებთ ყვითელი ავტობუსებით წასვლას, მოძალადე ჯგუფები გაიყვანონ“ — აქტივისტი
მთავრობის კანცელარიასთან, სადაც თბილისის პრაიდის მხარდამჭერი აქცია და ამის პარალელურად ჰომოფობიური აქცია იმართება, პოლიციამ ყვითელი ავტობუსები მოიყვანა. ქვიარ უფლებების აქტივისტები აცხადებენ, რომ ავტობუსებით არ დატოვებენ ადგილს და იქამდე არ დაიშლებიან, სანამ ხელისუფლება ძალადობას არ დაგმობს. „ჩასვით ყვითელ ავტობუსში და წაიყვანეთ, როგორც ჩვენ გაგყავართ ხოლმე 17 მაისს სხვადასხვა ლოკაციაზე, ასე ჩასვით, მარტყოფის გავლით შემოატარეთ, როგორც ჩვენ გავდივართ […]
↧
“საზოგადოებრივი წესრიგი ირღვევა და სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას უნდა საჭიროებდეს”
სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, ომბუდსმენის წარმომადგენლები კანცელარიასთან აკვირდებიან, რამდენად ართმევს სახელმწიფო თავს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოვალეობას. “სამართალდამცველების პოზიცია, ბუნებრივია, მარტივია და ის ეფუძნება კონსტიტუციას. აქ მყოფ ადამიანებს აქვთ იმის უფლება, რომ შეიკრიბონ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ მშვიდობიანად. ამაში თუ სახელმწიფო დახმარება იქნება საჭირო იმ თვალსაზრისით, რომ თუ ვინმე შეუქმნის მათ საფრთხეს, სახელმწიფომ უნდა დაიცვას. […]
↧
↧
რაც ხდება გარშემო, ეს არის ძალადობა –ხოშტარია კანცელარიის აქციაზე
“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, მთავრობის ადმინისტრაციასთან მომხდარი მოვლენები ძალადობაა. ხოშტარია ამბობს, რომ დღესდღეობით გამოხატვის თავისუფლება ყველა ადამიანს კონსტიტუციით აქვს გარანტირებული. “წარმოუდგენელია, რომ ჩვენი ქვეყნის რომელიმე მოქალაქეს სჭირდებოდეს ვინმეს ნებართვა, რომ გამოვიდეს და გამოხატოს თავისი აზრი. ნებისმიერ მოქალაქეს, აქ მოუნდება თუ სხვაგან, კონსტიტუცია აძლევს გარანტიას, რომ გამოვიდეს და რაც უნდა – ის თქვას. […]
↧
კონტრაქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, პოლიციამ ერთი პირი გადაიყვანა
ღამის 12-ის ნახევრისთვის მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილმა ჰომოფობიური აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. ნეტგაზეთის რეპორტიორის ცნობით, პოლიციამ, სულ მცირე, ერთი ადამიანი გადაიყვანა. ამ დროისთვის არცერთი აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ. ქვიარ აქტივისტები ამბობენ, რომ ელიან ხელისუფლებისგან განცხადებას, რომელიც ძალადობას დაგმობს. ჰომოფობიური აქციის მონაწილეები კი ამბობენ, რომ იქამდე არ აპირებენ დაშლას, სანამ ქვიარ აქტივისტები არ დაიშლებიან. […]
↧
TV პირველის ჟურნალისტს ჰომოფობიური აქციის მონაწილე ხელით შეეხო
მთავრობის კანცელარიასთან ჰომოფობიური აქციის ერთ-ერთი მონაწილე ხელით შეეხო ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს. ჰომოფობიური აქციის მონაწილეები აქციის მიმდინარეობისას აგრესიულად მიმართავენ და ეპყრობიან ჟურნალისტებს. ემუქრებიან სხვადასხვა სიტყვებით, ეუბნებიან, რომ „დაიმახსოვრებენ“ და ა.შ. ერთ-ერთმა დემონსტრანტმა ნეტგაზეთის ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა და მიწაზე დაუგდო; „ლიბერალის“ რეპორტიორებს ემუქრებოდნენ და ერთ-ერთი მათგანისთვის ტელეფონის წარმთევა სცადეს; შეურაცხყოფა მიაყენეს რადიო თავისუფლების ჟურნალისტსაც. 14 ივნისს საპატრიარქომ ხელისუფლებას […]
↧