ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ჩინეთის რკინიგზის კონსტრუქციის კორპორაციას (CRCC) და მის ორ შვილობილ კომპანიას, — ჩინეთის რკინიგზის კონსტრუქციის საერთაშორისო კორპორაციას (CRCC International) და ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფს (CR23), — საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტზე გამოვლენილი დარღვევების გამო, მსოფლიო ბანკმა 9 თვით აუკრძალა საკუთარ ტენდერებში მონაწილეობა, თუმცა აღნიშნული კომპანიები ამ ხნის განმავლობაში […]
↧
ჩინური კომპანია იმუშავებს, თუმცა მსოფლიო ბანკის ტენდერებს 9 თვით ჩამოშორდება –ცქიტიშვილი
↧
საკონსტიტუციომ დევდარიანის სარჩელი ომბუდსმენთან დაკავშირებით არ მიიღო
საკონსტიტუციო სასამართლომ CIDA-ს ყოფილი ხელმძღვანელის, ზვიად დევდარიანის საჩივარი, რომელიც სახალხო დამცველის რეკომენდაციის გასაჩივრების საშუალებას ითხოვდა, არ მიიღო. სასამართლო ამბობს, რომ დევდარიანს არ წარმოუდგენია საკმარისი მტკიცებულებები და სასარჩელო მოთხოვნის “ამ ფორმით დაყენება გამოწვეულია მოსარჩლის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორი აღქმით“. საქმის “ზვიად დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ დადგენილებაში წერია, რომ განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ […]
↧
↧
HBO-ს სერიალის შემდეგ ჩერნობილში ვიზიტორთა რიცხვი 30%-ით გაიზარდა
HBO-ს სერიალის გამოსვლის შემდეგ ჩერნობილში ტურისტთა ნაკადმა იმატა. უკრაინაში არსებული ტურისტული სააგენტოები ამბობენ, რომ პოპულარული მინისერიალის გამოსვლის შემდეგ ვიზიტორთა რიცხვი, რომლებსაც მიტოვებული ქალაქის, პრიპიატის დათვალიერება უნდათ, სულ მცირე, 30%-ით გაიზარდა. Reuters უკრაინულ სააგენტოებზე დაყრდნობით წერს, რომ ჩერნობილში ინგლისურენოვანი ტურის ღირებულება ერთ ადამიანზე 100 აშშ დოლარი ღირს. მათივე ინფორმაციით, ტურისტებს იზიდავთ ის პოსტაპოკალიპტური გარემო, რომელსაც პრიპიატში […]
↧
საქართველოში 2 მიწისძვრა მოხდა
საქართველოში 2 მიწისძვრა მოხდა. ილიას სახელმწიფო უნივესიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთი წუთის ინტერვალში ორი მიწისძვრა მოხდა. ორივე მათგანის ეპიცენტრი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურთან ახლოს მდებარეობს. პირველი ბიძგის სიმძლავრე 3.5 მაგნიტუდა იყო, ხოლო მეორის- 3.3. მაგნიტუდა.
↧
NGO-ების შეფასება და რეკომენდაციები უწყებებს არასრულწლოვანი გოგოს გაუპატიურებისა და იძულებითი ქორწინების საქმეზე
“კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმიანებიან არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურებისა და მასზე იძულებითი ქორწინების საქმეს. NGO-ები სახელმწიფოსგან მოითხოვენ, გოგონათა იძულებითი ქორწინებისა და ძალადობის პრევენციის მიზნით სისტემური, ქმედითი და საგანგებო ნაბიჯების გადადგმას. “განსახილველ საქმეში აშკარად გამოჩნდა სამართალდამცავი ორგანოების გულგრილობა და არაეფექტიანი მუშაობა გოგონას ძალადობისგან, იძულებითი ქორწინებისგან დაცვისა და მისი ფიზიკური, ფსიქოლოგიური და მორალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. […]
↧
↧
ვითიბი ბანკის კლიენტი შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად გახდეთ
ვითიბი ბანკმა, მომხმარებლად ონლაინ დარეგისტრირების შესაძლებლობა დანერგა. ინოვაციური მომსახურების მიღება ბანკის ვებგვერდიდან არის შესაძლებელი, ამისთვის საჭიროა მხოლოდ ტელეფონით გადაღებული საკუთარი ფოტოსა და ID ბარათის ატვირთვა, აგრეთვე რეეგისტრაციის მოკლე და მარტივი ფორმის შევსება. ნებისმიერ პირს, რომელიც ბანკის მომხარებლად ონლაინ დარეგისტრირდება, საჩუქრად გადაეცემა MasterCard Debit ბარათი. აღნიშნულ ბარათს, კლიენტს, ბანკის თანამშრომელი ელექტრო სკუტერით, უფასოდ, მიაწვდის სასურველ მისამართზე […]
↧
მერია ვაკის პარკის რეაბილიტაციას გეგმავს
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერია ვაკის პარკისა და იქ არსებული შადრევნების რეაბილიტაციას აპირებს. უწყებამ წინასაპროექტო კვლევის, ფუნქციური ზონირებისა და დენდროლოგიის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე კონკურსი გამოაცხადა. “კონკურსი ცხადდება იმისთვის, რომ მომზადდეს პროექტი, რომლის მიხედვითაც, შემდეგ პარკის რეაბილიტაცია განხორციელდება. იცით, რომ ვაკის პარკს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში ჩვენ უხეშ ჩარევებს ვერ […]
↧
რა შენდება დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ
სიახლეზე უნდა ვისაუბროთ, ამიტომ საკითხის ტექნიკური ნაწილი თავიდანვე მოკლედ მიმოვიხილოთ. დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ, აღმაშენებლის ხეივანთან არსებული 2 ტერიტორია (სულ 7 648კვ.მ, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა), რომელსაც ამჟამად „კია მოტორსის“ ავტომომსახურების ცენტრი იყენებს, სამშენებლო კომპანია „ანაგის“ საკუთრებაა. იმავე კომპანიას ეკუთვნის აღნიშნული მიწის ნაკვეთების მიმდებარე მესამე ნაკვეთიც (9 623 კვ.მ, სარეკრეაციო ზონა). „კია მოტორსს“ ტერიტორია დროებით სარგებლობაში აქვს გადაცემული. […]
↧
რატომ უქმდება მაგთი ფიქსი –მაგთიკომის განმარტება
მაგთიკომის ინფორმაციით, 15 ივნისიდან აბონენტები “მაგთი ფიქსის” მომსახურებით ვეღარ ისარგებლებენ. კომპანიის ცნობითვე, მაგთი ფიქსის ნაცვლად, იმ ადგილებზე, სადაც მოქმედებს მაგთის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი, მომხმარებლებს შეუძლიათ ინტერნეტზე დაფუძნებული ფიქსირებული ტელეფონიით (VoIP) ისარგებლონ. “მაგთი ფიქსის გაუქმების” მიზეზი CDMA ლიცენზიაა, რომელსაც კომუნიკაციის ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 17 ივნისს გასდის ვადა. მარეგულირებელში აცხადებენ, რომ აბონენტების ინტერესების გათვალისწინებით, კომისია 2 თვეზე მეტია ლიცენზიის ვადის გაგრძელებისთვის კომპანიას სხვადსხვა […]
↧
↧
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილედ ზურა ხაჩიძე დაინიშნა
სამცხე–ჯავახეთში სამხარეო რწმუნებულის (გუბერნატორი) მესამე მოადგილედ მუსიკალური ჯგუფის, “ქუჩის ბიჭების” ყოფილი წევრი ზურა ხაჩიძე დაინიშნა. ამის შესახებ ნეტგაზეთს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განუცხადეს. ინფორმაცია თავდაპირველად “სამხრეთის კარიბჭემ” გაავრცელა. გუბერნატორის ადმინისტრაციაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ზურა ხაჩიძის მოვალეობებისა და ფუნქციების შესახებ მათ ოფიციალურ ვებგვერდზე დეტალები მალე გამოქვეყნდება. რაც შეეხება ხაჩიძის პოლიტიკურ მოღვაწეობას ის სხვადასხვა დროს თანამშრომლობა ქდმ-სთან, პატრიოტთა […]
↧
ვილნიუსის რეაბილიტირებული სკვერი ივლისში გაიხსნება
მთაწმინდის გამგეობა ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე ვილნიუსის სკვერის სრულ რეაბილიტაციას ივლისში დაასრულებს. სწორედ ამ დროიდან შეძლებენ მოქალაქეები, ისარგებლონ ევროპული სტანდარტებით შექმნილი, თანამედროვე და მათთვის მორგებული რეკრეაციული სივრცით, სადაც ლიეტუვას კულტურულ სახესაც გაეცნობიან. ამჟამად, სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ, პროექტის ავტორთან, არქიტექტორ რიტის ციკანავიჩიუსთან ერთად დაათვალიერა. კონტრაქტორი კომპანია „გრინსერვისის“ წარმომადგენლებმა მათ […]
↧
იყიდე, წაიკითხე, აჩუქე…ჩაერთე „ნეტგაზეთის“ &„ბათუმელების“ გაძლიერების კამპანიაში
რატომ უნდა გააძლიეროთ პირადად თქვენ „ნეტგაზეთი“ & „ბათუმელები“? – იმიტომ, რომ ჩვენ უკვე არაერთი წელია ვიძიებთ, ვამოწმებთ ინფორმაციებს და თქვენ გაწვდით. ამბებს, ისტორიებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენს ცხოვრებაზე, ადამიანებზე, რომელთა უფლებები ირღვევა და პირებზე და სისტემებზე, რომლებიც მოქალაქეების უფლებებზე ახდენენ გავლენას. ამ პროცესში ჩვენ სრულიად დამოუკიდებლები ვართ – ჩვენი გამოცემების მფლობელები არ არიან მილიონერი, მილიარდერი […]
↧
არასრულწლოვანი, რომელსაც პოლიციის მანქანის გატაცებაში ადანაშაულებენ, ბრალს არ აღიარებს
დღეს, 12 ივნისს, გორის რაიონულმა სასამართლომ პოლიციის ავტომობილის გატაცებაში ბრალდებულ 17 წლის ბიჭს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. არასრულწლოვანი ბრალს არ აღიარებს, ხოლო მისი ადვოკატი გადაწყვეტილებას სააპელაციოში ასაჩივრებს. ადვოკატი ქეთევან გაგოევი დღვანდელ პროცესზე მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა, ხოლო პროკურატურამ ბრალდებულის წინასწარ პატიმრობაში დატოვების შეუამდგომლობა დააყენა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე […]
↧
↧
“Vk mho cucumber“ –მედვედევმა ტვიტერზე უცნაური ტვიტები გამოაქვეყნა
დღეს, 12 ივნისს, რუსეთის პრემიერის, დიმიტრი მედვედევის ინგლისურენოვან ტვიტერზე უცნაური ტვიტები [პოსტები] გასაჯაროვდა. სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე მედვედევმა რამდენიმე სრულიად უშინაარსო განცხადება გამოაქვეყნა. შემდგომ რუსეთის მთავრობამ თქვა, რომ ტვიტები ჰაკერული თავდასხმის შემდეგ გაჩნდა. Meduza წერს, რომ ტვიტები მალევე წაშალეს, თუმცა მომხმარებლებმა მისი ე.წ. დასქრინვა [მონიტორზე გამოსახულების სურათის სახით შენახვა] მაინც მოასწრეს. მედვედევს, ჯამში, სულ ორი […]
↧
თიბისი 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევრო ობლიგაციებს უშვებს
თიბისი აშშ დოლარში დენომინირებულ, 300 მილიონის ღირებულების 5 წლიან, არაუზრუნველყოფილ ობლიგაციებს გამოუშვებს. აღნიშნულ ობლიგაციებზე ინვესტორების მხრიდან ძალიან მაღალი, 700 აშშ მილიონ დოლარზე მეტი მოთხოვნა დაფიქსირდა. თიბისი 5.75% წლიურ საპროცენტო განაკვეთს გადაიხდის, რაც ისტორიულად, საქართველოდან გამოშვებულ ევრო ობლიგაციებზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. დაგეგმილია ფასიანი ქაღალდების ერთდროულად განთავსება, როგორც ევროპის წამყვან, ირლანდიის, ისე საქართველოს საფონდო ბირჟაზე, რაც უპრეცედენტო […]
↧
პანო “კოლხეთი“, რომელიც ქუთაისშია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს
კერამიკულ პანო “კოლხეთს“, რომელიც ქუთაისშია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” პანოს ავტორის, ბერნარდ (ფრანც) ნებიერიძის შვილმა, ქეთი ნებიერიძემ უთხრა. ქეთი ნებიერიძე ამბობს, რომ განცხადება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ერთი წლის წინ შეიტანეს, დადებითი პასუხი კი ორი დღის წინ მიიღეს. ნებიერიძე გვიყვება, რომ მანამდე პანოს დანგრევა რამდენჯერმე სცადეს, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილი […]
↧
დავაკავეთ პირი, რომელმაც 800 ლარი აიღო და მოქალაქეს მართვის მოწმობას დაჰპირდა –სუსი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. სუსის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მურმან მ. სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ვითომდა პირადი ნაცნობების გამოყენებით, თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე, მოქალაქეს მართვის მოწმობის აღებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 800 ლარს მოტყუებით დაეუფლა. გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის […]
↧
↧
გიგა ბათიაშვილი მიიჩნევს, რომ თბილისისთვის სასიკეთოა დიღმის ტყე-პარკთან ორანჟერეის მოწყობა
არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი პოზიტიურად აფასებს დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ ორანჟერეის მოწყობის იდეას და მიიჩნევს, რომ პროექტის განხორციელება ქალაქისთვის სასიკეთო იქნება. “რა თქმა უნდა, კარგი იქნება. ორი აზრი არ არსებობს. ყველანაირად მხარს ვუჭერ ამ პროექტს. ეს ორანჟერეა ისევ ქალაქს გამოადგება და ვფიქრობ, ავტორები საუკეთესო საქმეს აკეთებენ.” – აღნიშნავს არქიტექტორი. შეგახსენებთ, რომ აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარედ, დიღმის ტყე-პარკთან მდებარე […]
↧
ძლიერმა წვიმამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა
ძლიერმა წვიმამ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლები, ზვარე და ანეულა, დააზარალა. ხარაგაულის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ წვიმის გამო ამ ორ სოფელში ხიდბოგირი ჩავარდა. სოფელ დიდვაკეშიც ჩავარდნილა ერთი სამანქანო ხიდი, რომლის აღდგენასაც, სავარაუდოდ, თვეზე მეტი დასჭირდება. მერის ინფორმაციითვე, ძლიერმა წვიმამ დატბორა ნათესები და ყანები და მიყენებულ ზარალს დაითვლის შექმნილი კომისია.
↧
95 მამა და 15 დედა –შვილებზე ძალადობის 2019 წლის სტატისტიკა
2019 წლის 5 თვეში (იანვარი-მაისი), შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, მშობლების მიერ არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მხილებულია 110 პირი, რომელთაგან 15 შემთხვევაში მოძალადე იყო დედა, ხოლო 95 შემთხვევაში – მამა/მამინაცვალი. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. შსს-ს ცნობით, აღნიშნული შემთხვევებიდან 79%-ში მიიღეს პირის […]
↧