Quantcast
Channel: Netgazeti
Viewing all 44968 articles
Browse latest View live

ე.წ. ქუჩური გარჩევა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება

$
0
0
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა “სისხლის სამართლის კოდექსში” შესატან ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, დავის უკანონოდ გადაწყვეტის მიზნით შეკრება (ე.წ. ქუჩური გარჩევა) სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადი გახდება. წინასწარი შეცნობით დავის უკანონო განხილვის/გადაწყვეტის მიზნით შეკრებაში მონაწილეობა დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 120-დან 180 საათამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ერთ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე. დამამძიემებლ გარემოებად ითვლება იმგვარი შეკრების ორგანიზება, […]

როგორ იმკვიდრებს თავს რუსული ეკლესია ოსურ საზოგადოებაში

$
0
0
ავტორი: მურატ გუკემუხოვი   სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსული ეკლესიის გავლენების საკითხი განსაკუთრებით რელიგიური დღესასწაულების დღეებში აქტუალიზდება, როდესაც ოსური მრევლი ალანიის ეპარქიის დაქვემდებარებულ ეკლესიას, ხელისუფლება კი რუსი ჯარისკაცებისა და მათი ოჯახებისთვის აშენებულ ეკლესიას სტუმრობს. თუმცა, რუსული ეკლესიის წიაღში გაერთიანების მცდელობის ეტაპები და განხეთქილება საზოგადოებაში აქ ბევრად ადრე იწყება.   პირველი რელიგიური საზოგადოება ცხინვალში, ეგრეთ […]

„Black Eyed Peas“ კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისიდან დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ

$
0
0
,,Black Sea Arena” სეზონის გახსნისთვის, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, აღნიშნული მიმართულებით ყველა ბილეთი გაიყიდა. ამიტომ,  „საქართველოს რკინიგზისა“ და „Black Sea Arena“ -ს გადაწყვეტილებით  სპეციალური რეისები დაინიშნა, რომლებიც მგზავრებს ორივე მიმართულებით გადაიყვანს.      მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით: ამასთანავე, 17 ივნისს,  ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი #859 მატარებელი „Black Sea Arena“-ს ბაქანზე 01სთ. 25 წთ-ზე შევა და  10 წუთიანი გაჩერება ექნება. ბილეთების […]

ოქრუაშვილი, სანიკიძე, დრუპი, ჩალაგაშვილი და სხვები –გამარჯვებული საქართველოს სახეები

$
0
0
ამ დროისთვის სასტუმრო “შერატონში” ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ახალი პოლიტიკური პარტიის, “გამარჯვებული საქართველოს” პრეზენტაცია მიმდინარეობს, სადაც საინიციატივო ჯგუფის წევრები იმყოფებიან. ვინ იქნებიან ირაკლი ოქრუაშვილის ახალი თანამებრძოლები? კოტე კემულარია – უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე; გურამ ჩალაგაშვილი – სემეკის ყოფილი თავმჯდომარე; ვალერი გელბახიანი – პოლიტიკოსი, იურისტი; გუბაზ სანიკიძე – ეროვნული ფორუმის ყოფილი წევრი; ნიკა რამიშვილი (დრუპი) – კომიკოსი; […]

ვისთან (არ) ითანამშრომლებს ოქრუაშვილი

$
0
0
“ჩვენ არ ვაპირებთ დავახარისხოთ ვიღაც, კრიტერიუმი არის უმთავრესი, რომ ვინც ხელს მოაწერს გაყალბებულ არჩევნებს მასთან არ ვითანამშრომლებთ, ვინც გაყალბებულ არჩევნებს გააპროტესტებს მასთან ვითანამშრომლებთ”, – ეს განცხადება ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა ახალი პარტიის სახეების წარდგენის შემდეგ. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს რას ფიქრობდა ის გაერთიანებულ ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე. სასტუმრო “შერატონში” ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ახალი პოლიტიკური პარტიის, “გამარჯვებული საქართველოს” […]

ტრადიცია, რომელიც ჩვენი არაა –შალალა ამირჯანოვა

$
0
0
ავტორი: შალალა ამირჯანოვა ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა Pəncərə/ფანჯარა-ს ფეისბუკ გვერდზე. მე-9 კლასის პირველი თვეები იყო, როდესაც ჩემი კლასელი დაინიშნა. სახლში დედაჩემს ამ ამბავზე რომ ვუთხარი, შენ პატარა ხარ, მსგავსი საკითხები არ გეხებაო, მითხრა. თუმცა, მე და ჩემი კლასელები ტოლები ვიყავით. იმ გოგოს შემდეგ, იმავე წელს, კლასის გოგოების თითქმის ნახევარი გაათხოვეს, – რა თქმა უნდა, სწავლა დატოვებინეს […]

დააკავეს იმ ოჯახის კიდევ ერთი წევრი, სადაც 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემით მოკლეს

$
0
0
22 იანვარს თბილისში დაღუპული 4 წლის ბავშვის მამინაცვალი სხვა ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. კაცს ბრალი 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც  არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს. ბრალდებული 20 მაისს დააკავეს. 4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე, მამინაცვალამდე, ბავშვის დედა დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი შემდეგი მუხლებით წაუყენა: 111.117-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ოჯახის წევრის ჯანმრთელობის […]

400 ათასი ადამიანი ამოვიდა სიღარიბიდან, რჩება 750 ათასი –კობახიძე

$
0
0
“400 ათასი ადამიანი ამოვიდა სიღარიბიდან, რჩება 750 ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ გენიოსები და სასწაული პოლიტიკა გვქონდა, ეს არის მარტივი მათემატიკა და არითმეტიკა”, – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა TV პირველის გადაცემა რეაქციაში. „როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, თუ როგორია ტენდენცია, ამას მერე დემაგოგები იყენებენ იმის […]

კობახიძე აღიარებს, რომ 2012 წლის “ოცნების”პროგრამაში “ხარვეზები გაიპარა”

$
0
0
პარლამენტის თავმჯდომარე და “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ 2012 წლის საარჩევნო პროგრამაში, სადაც პარტიის დაპირებები იყო ასახული, “ხარვეზები გაიპარა”. ამის შესახებ კობახიძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა. “ეგეთი რამ, რომ სიღარიბე განულდებოდა და 1.2 მილიონი ადამიანი ამოვიდოდა სიღარიბიდან 1 წელიწადში, არავის უთქვამს. 2011-2012 წლებში მე თვითონ ვიყავი ჩართული პროგრამის შემუშავების პროცესში. 2012 წლის […]

ბახტაძე –ანაკლიის კონსორციუმს ვალდებულებებს გადავუვადებთ

$
0
0
ანაკლიის კონსორციუმს მთავრობა ვალდებულებებს გადაუვადებს და აღნიშნული საკითხი უახლოეს მთავრობის სხდომაზე განიხილება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, ანაკლიის პორტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, გაგრძელდება დიალოგი და კომუნიკაცია, რათა  კონსორციუმმა შეძლოს  მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება. პრემიერ-მინისტრის თქმით, პროექტს მთავრობისგან სრული მხარდაჭერა აქვს და თუ ყველა შეასრულებს თავის ვალდებულებას, […]

ბიზნესგაერთიანებები მინისტრისგან “ოქროს სიაზე”მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას ითხოვენ

$
0
0
10 ბიზნესგაერთიანება ერთობლივი წერილით მიმართავს ფინანსთა მინისტრს 2019 წლის 31 მაისს გამოქვეყნებული ბრძანების თაობაზე, რომლის მიხედვითაც, უქმდება ე.წ ოქროს სიაში მყოფი კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათები. ბიზნესგაერთიანებები მინისტრისგან მოითხივენ განმარტოს: ამ გადაწყვეტილებების მიღების მიზეზები და არგუმენტაცია; რა ფისკალურ ეფექტს ელოდება სამინისტრო მათი ძალაში შესვლის შემდეგ; რითი იყო გამოწვეული ბიზნესთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე აღნიშნული გადაწყვეტილებების მყისიერად მიღება. “ბოლო წლებში მიმდინარე […]

სამი პირი დააკავეს მოქალაქეების “მეტრომანებში” უკანონოდ შეღწევის ბრალდებით

$
0
0
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სამი პირია დაკავებული  დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და კომპიუტერული მონაცემების უკანონოდ გამოყენების ფაქტზე. დაკავებულები არიან საქართველოს მოქალაქეები –  თეიმურაზ ბ, მიხეილ ჯ. და გოგი მ. სუსი აცხადებს, რომ გამოძიების თანახმად, თეიმურაზ ბ. და მიხეილ ჯ. გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, მათ კუთვნილ ტელეფონებში არსებული ჰაკერული პროგრამის გამოყენებით,  ახდენდნენ სხვადასხვა […]

ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს I ივლისს დაიწყება –განრიგი

$
0
0
წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს დაიწყება და 23 ივლისს დასრულდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიხედვით, გამოცდების განრიგი ასე გადანაწილდა: 1-2 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ქართული ენა და ლიტერატურა; 1 ივლისი (პირველი სესია) – აფხაზური ენა; 1 ივლისი (პირველი სესია) – ოსური ენა; 3-4 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ზოგადი უნარები; 5 ივლისი (პირველი სესია) – მათემატიკა; 8-9 ივლისი […]

გერის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს 2 წლით პატიმრობა მიესაჯა

$
0
0
დღეს, 12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გერის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული კ.ც. დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ მას სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლოში პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, 2018 წლის 26 ნოემბერს მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევმა კ.ც-მ თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, გერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც დაზარალებულის […]

„ზუმერში“ აქსესუარები წონით იყიდება

$
0
0
„ოთხასი გრამი მარშალის ყურსასმენი ამიწონეთ, თუ შეიძლება!“, „ეს JBL-ის სპიკერები საცალოდ იყიდება თუ წონით?!“ – ამ და სხვა მსგავს ფრაზებს თქვენ გარშემო, სავარაუდოდ, ნაკლებად მოისმენთ, თუკი „ზუმერის“ რომელიმე ფილიალში არ აღმოჩნდებით. უჩვეულო ფასდაკლება მობილურის აქსესუარებზე „ზუმერში“ დღეს დილიდან დაიწყო. მომხმარებელს ბრენდის ფილიალებში აქსესუართა ნაწილის შეძენა წონით შეუძლია, რაც ფასდაკლებას, პირდაპირი მნიშვნელობით, წონიანს ხდის. „მიუხედავად იმისა, […]

პაშა ბანკი ჟურნალის Entrepreneur საიტის პრეზენტაციას გაუწევს სპონსორობას

$
0
0
14 ივნისს, სასტუმრო „მოქსიში“, ჟურნალ Entrepreneur-ის ივნისის ნომრისა და საიტის www.entrepreneur.ge პრეზენტაცია შედგება. ღონისძიებას სპოსნორობას პაშა ბანკი გაუწევს. პრეზენტაციას Entrepreneur-ის ამ დრომდე გამოსული ნომრების რესპოდენტები, გამოცემის კონტრიბუტორები, ბიზნეს პარტნიორები და Entrepreneur Club-ის წევრები დაესწრებიან. „ცნობილი ამერიკული გამოცემა Entrepreneur წელიწადზე მეტია საქართველოში გამოდის და უკვე იქცა ქართველი ანტრეპრენერების და ბიზნესში აქტიურად ჩართული ადამიანების ფავორიტ გამოცემად. 2 თვეა, […]

ძალიან მახარებს ხედვების თანხვედრა –ცქიტიშვილი ანაკლიის პორტის შესახებ პომპეოს განცხადებაზე

$
0
0
“პომპეოს განცხადება ანაკლიაზე და მის მნიშვნელობაზე, ეს არის ის, რაც ძალიან მახარებს.  ის ისეთივე მაღალ შეფასებას აძლევს პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს”, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა 12 ივნისს. “აშშ-ის მხრიდან ანაკლიის პორტის მიმართ გამოჩენილი ყურადღება ასევე მეტყველებს იმაზე, რაზეც ჩვენც არაერთხელ გვითქვამს – ამ პორტს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ უსაფრთხოების განზომილებაც აქვს. იცით, […]

ანაკლიის კონსორციუმს ვალდებულებების შესრულება 6 თვით გადაუვადდება –მინისტრი

$
0
0
სახელმწიფო 6 თვით გაუხანგრძლივებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ფინანსური დახურვის ვადას. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ეს ვადა კონსორციუმსა და ბანკებთან მოლაპარაკების გზით დადგინდა. ამასთან, ვიცეპრემიერი იმედოვნებს, რომ ამ  ექვს თვეში კონსორციუმი პორტის მშენებლობითვის საჭირო ფინანსების მოძიებას შეძლებს. “21 მაისს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შეხვედრის დროსაც განვაცხადეთ, რომ ის ვადა, რაც ბოლო გადავადებით იყო განსაზღვრული [2019 […]

საქართველოს ბანკის კლიენტებისთვის Adizes-ის ინსტიტუტმა სემინარი გამართა

$
0
0
საქართველოს ბანკის ორგანიზებით საერთაშორისოდ ცნობილმა ადიზესის ინსტიტუტმა ბანკის კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესის კლიენტებისთვის სემინარი გამართა. სემინარის მთავარი თემა იყო- როგორ შევუწყოთ ხელი ეფექტურ ტრანსფორმაციას მეწარმეობიდან პროფესიულ მენეჯერობამდე. სემინარს, რომელსაც თავად იცხაკ ადიზესი ონლაინ რეჟიმში ერთვებოდა, 50-ზე მეტი ორგანიზაციის უმაღლესი რგოლის მენეჯერი, საქართველოს ბანკის პარტნიორი მსხვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი ესწრებოდა. იცხაკ ადიზესმა სემინარის […]

მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ

$
0
0
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტთან ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას იმედი აქვს, რომ ხელმოწერები სახელმწიფოს დაანახებს საზოგადოების ნებას: “ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ შეიქმნას დროებით საგამოძიებო კომისია პარლამენტში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წავიდეთ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ და ვაიძულოთ, რომ შექმნან ეს კომისია. იმიტომ, რომ ვიცით, პარლამენტმა დაარღვია ადამიანის უფლებები იმის გამო, […]
Viewing all 44968 articles
Browse latest View live