დღეს, 11 მარტს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ზურაბ ჯაფარიის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს განიხილავს, რომლის მიზანი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებაა. საპროცედურო საკითხთა კომიტეტი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანაზე და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელებს. ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, გაუქმდება სამხედრო სავალდებულო სამსახური; გაუქმდება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის შესაძლებლობა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, […]
↧