საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი თავისუფალ ჭიდაობაში, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონია. 61 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალში ბელარუსი გიორგი კალიევი დაამარცხა (6:1) და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ხინჩეგაშვილმა ჩემპიონატის ნახევარფინალში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ამ წონაში, აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი დაამარცხა (4-2), მანამდე კი სომხეთის ნაკრების წევრს ვალოდია ფრანგულიანს (5-0) […]
↧