დააჯარიმებს თუ არა ცესკოს თავმჯდომარე განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას, ეს იმ საჩივრების განხილვის შემდეგ გადაწყდება, რომლითაც ცესკოს “თავისუფალმა დემოკრატებმა” და “პატრიოტთა ალიანსმა” მიმართეს. პატრიოტთა ალიანსის საჩივრის მიხედვით, ჯეჯელავამ დაარღვია საარჩევნო კოდექსის რამდენიმე მუხლი: 45-ე მუხლის (აგიტაცია) მეოთხე ნაწილის “თ” ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით: “წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებისა – […]
↧