სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი კომიტეტის სამდივნოს ცნობით, საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატებთან კომიტეტში გასაუბრების შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის. ნეტგაზეთს შეკითხვაზე, რა გადაწყვიტა კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილი სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ, სამდივნოში განგვიცხადეს, რომ “ეს არ არის საჯარო ინფორმაცია”. სამდივნოში ნეტგაზეთთან საუბრისას ასევე აღნიშნეს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხის შესახებ კომიტეტი არ იღებს: “საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საპარლამენტო ასამბლეამ” […]
↧