საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პარტია “ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის მიერ 27 და 28 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებებს “ფაქტობრივად მცდარს და მადისკრედიტირებელს” უწოდებს. ამის შესახებ სასამართლოს ოფიციალურ ვეგვერდზე დღეს, 28 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი: “ბატონმა კობახიძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ერთპიროვნულად დანიშნა ე.წ. უგულავა-კაბელების სხდომა. სხდომის ჩანიშვნის შესახებ კონსულტაციები შეიძლება მიმდინარეობდეს მხოლოდ მოსამართლეებს შორის. ბატონი […]
↧