მოჭადრაკე ნინო ხომერიკი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია. ჭადრაკის ფედერაციის ცნობით, მან 18-წლამდელთა კატეგორიაში ზედიზედ მეორედ (პირველად 2015 წელს მოიგო) მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული. “ქართველი მოჭადრაკე დამაჯერებლად, დამარცხების გარეშე ავიდა უმაღლეს კვარცხლბეგზე. მის აქტივში 6 გამარჯვება და 3 ფრედ დასრულებული შეხვედრაა. ნინოს ჩემპიონობაში დიდი წვლილი მიუძღვის მის პერსონალურ მწვრთნელს, საერთაშორისო ოსტატ ხვიჩა […]
↧