თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, თამარ ტალიაშვილი უკანასკნელ პერიოდში ბაგა-ბაღების დირექტორების დათხოვნის საკითხს შემსწავლელი კომისიის შექმნას საჭიროდ არ მიიჩნევს. ეს განცხადება ტალიაშვილმა თბილისის საკრებულოში გააკეთა მაშინ, როდესაც საკრებულოსთან დათხოვნილი დირექტორებისა და მშობლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. ყოფილი დირექტორები ამბობენ, რომ ბაგა-ბაღების სააგენტომ ისინი უკანონოდ, პოლიტიკური ნიშნით დაითხოვა. აქცის მონაწილეები მოითხოვენ, რომ საკრებულოში შეიქმნას სპეციალური […]
↧