საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს, თბილისის დროით 15:00 საათზე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდა. გაფართოებულ ფორმატში ჩატარებული სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ ქვეყნის ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. “ჩვენ გვინდა, მეტმა ქართველმა ტურისტმა მოინახულოს გერმანია და მეტი ქართველი ბიზნესმენი ეწვიოს გერმანიას. ამისთვის ქალბატონ კანცლერთან განვიხილეთ ვიზალიბერალიზაციის საკითხი. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ღრმა […]
↧