ცესკოს ცნობით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საუბნო საარჩევნო კომისიის ხუთი წევრის მიმართ შეადგინა სამართალდარღვევის ოქმები, რაც უკვე გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. “საუბარია 28 აპრილს ცესკოში შემოსულ განცხადებაში აღნიშნულ ფაქტზე, რომელიც ეხებოდა წყალტუბოს №49-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების (№49 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ფიქრია კურასპედიანი, ამავე კომისიის […]
↧