საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (ЕBRD) საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესახებ პროგნოზს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს ზრდის კოეფიციენტის გაუმჯობესების შესაძლებლობა აქვს. პრემიერის თქმით, 2017 წელს დაგეგმილი რეფორმები საქართველოს საინვესტიციო გარემოს თვისობრივად შეცვლის და ეკონომიკურ ზრდას დააჩქარებს. “ჩვენ წელს 3%-მდე ზრდას ველოდით, EBRD-მა გადააფასა ეს პროგნოზი და ასწია პროგნოზი 3.4%-მდე. მე ვიტყოდი, […]
↧