დღეს, 10 მაისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიზანია – პირის არანებაყოფლობითი ნარკოლოგიური შემოწმება მხოლოდ სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდეს. “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”, ასევე, “პოლიციის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, თუ პოლიციელს ექნება დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ნარკოტიკული ნივთიერება მოიხმარა ექიმის დანიშნულების გარეშე, იგი [პოლიციელი] უფლებამოსილი იქნება დააკავოს მოქალაქე. დაკავების შემდეგ, თუ პირი თანხმობას […]
↧