“ჩვენ ვირჩევთ პროგრესს”, ‘ტოტალიტარიზმი კლავს”, “გორი წითელი არ არის” – ამ სლოგანებით დღეს, 9 მაისს გორში სამოქალაქო აქტივისტების საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით აქცია/კონცერტი გაიმართა. ღონისძიება ქალაქის გასართობ პარკში – “ახალბაღში” ჩატარდა და მასში მონაწილეობდნენ შემდეგი ბენდები: LOUDspeakers, Vanilla Cage, „დაგდაგანი“ და „კანუდოსი“. ღონისძიება ევროკავშირის დღეების ფარგლებში ჩატარდა და, როგორც მისი ორგანიზატორები აცხადებენ, ეს არის ერთგვარი პასუხი […]
↧