საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება რუსეთის საგარეო უწყების მიერ 6 მაისს გავრცელებულ განცხადებას 11-26 მაისს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე დაგეგმილი ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების “ღირსეული პარტნიორი 2016” შესახებ. განცხადებაში რუსული მხარე აღნიშნულ წვრთნებს “ნატოს სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიის თანმიმდევრულ ათვისებად” და „პროვოკაციულ ნაბიჯად“ აფასებს, „რომელიც მიმართულია კავკასიის რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების შეგნებულად გამწვავებისკენ“. ასევე, ნახსენებია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის […]
↧