კორეაში, სეულის იონსეის უნივერსიტეტის პროფესორის, ჩო ჯუ-კვანის მიერ კორეულ ენაზე ნათარგმნი შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსანი“ გამოიცა. ინფორმაციას ამის თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ჩო ჯუ-კვანი ქართულ ნაწარმოებზე 10 წლის მანძილზე მუშაობდა. „ვეფხისტყაოსანი“ კორეულ ენაზე ნათარგმნი პირველი ქართული ლიტერატურული ნაწარმოებია. პროფესორი ჩო ჯუ-კვანი ახლო მომავალში „ვეფხისტყაოსანზე“ საკუთარი კვლევითი ნაშრომის გამოქვეყნებას გეგმავს. “ნაწარმოების თარგმნის პროცესში კორეელ […]
↧