ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტროს აქციას – “ნუ მოჭრი ბზას” საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო უერთდება. ამის თაობაზე დღეს საპატრიარქოში ერთობლივი ბრიფინგი გამართეს ქორეპისკოპოსმა თეოდორე ჭუაძემ და გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა. “აღდგომამდე ერთი კვირით ადრე მართლმადიდებელი ეკლესია ზეიმობს უფლის დიდებით შესვლას იერუსალიმში. საქართველოში ბზის რტოთი აღინიშნება ეს დღესასწაული. ჩვენ ხელში ვიკავებთ ბზის მცირე […]
↧