საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი ამავე უნივერსიტეტის 5 მოშიმშილე ლექტორს მიმართავს, რომ შიმშლობა შეწყვიტონ. სტუდენტების ნაწილმა დღეს, 18 აპრილს, პრიფინგი გამართა, სადაც სტუდენტების სახელით სტუ-ს საჯარო მმართველობის მაგისტრმა მაია ჯახაიამ ისაუბრა. მაია ჯახაიას თქმით, შიმშილობით ლექტორები სასამართლოზე, სტუდენტებსა და უნივერსიტეტზე ზეწოლას ცდილობენ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხუთმა ლექტორმა უნივერსიტეტის რექტორ არჩილ ფრანგიშვილის თანამდებობის დატოვების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. […]
↧