პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. „ბირთვული უსაფრთხოების სამიტი – 2016“ 31 მარტს დაიწყება და 1 აპრილს ერთობლივი კომუნიკეს მიღებით დასრულდება. პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას სახელით მსოფლიო ლიდერებისათვის გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრება და სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. ბირთვული უსაფრთხოების სამიტს 52 ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან – […]
↧