საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა 30 მარტს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რესპუბლიკური პარტია კოალიციიდან გასვლას არ გეგმავს, თუმცა ასევე აცხადებს, რომ ფიქრობენ – გავლენ თუ არა მომავალ არჩევნებზე დამოუკიდებლად: “რესპუბლიკური პარტია კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანდა არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდით. საერთოდ, კოალიციები განსხვავდება სხვა ტიპის გაერთიანებებისგან სწორედ ამით. ამიტომ რესპუბლიკური პარტია არ განიხილავს საკითხს კოალიციიდან, უმრავლესობიდან, მთავრობიდან გასვლის […]
↧