საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ჯანელიძემ შეხვედრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ედვარდ ნალბანდიანთან გამართა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მისასალმებელია, რომ განსხვავებული საგარეო ინტეგრაციული პროცესების მიუხედავად, ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები წარმატებით ვითარდება და არსებობს შესაძლებლობა, ეფექტურად იქნას გამოყენებული სავაჭრო-ეკონომიკური შესაძლებლობები. მინისტრის ეს განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა […]
↧