25 მარტს, თბილისში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან კამპანია “ეს შენ გეხებას” მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით საპროტესტო აქცია გაიმართა. ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ადამიანის უფლებათა პროგრამის მენეჯერი, ნიკა ჯეირანაშვილი ნეტგაზეთთან არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნების შესახებ საუბრობს: შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიები ორგანო, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცველების მიერ ჩადენილ დანაშაულებს; შეიცვალოს კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს ფარულ მიყურადებას და თვალთვალს; შეიქმნას გამოძიების სპეციალური ფორმატი, რომელიც გამოიძიებს […]
↧