თბილისის საქალაქო სასამართლომ ერეკლე კოდუა დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ორი ეპიზოდისთვის და სასჯელის სახით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ამავე ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა, აცხადებს პროკურატურა. პროკურატურის ცნობით, სასამართლოში მათ წარადგინეს მტკიცებულებები, რომ 2008 წლის 29 აგვისტოს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორმა ერეკლე კოდუამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ მერაბ რობაქიძეს არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების […]
↧