საგარეო უწყების ცნობით, 8 თებერვალს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი მარგოტ ვალსტრომი ეწვევა. მინისტრი შეხვედრას გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან. მხარეები მიმოიხილავენ საქართველოსა და შვედეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებს, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს, რეგიონში შექმნილ ვითარებას. ვიზიტის ფარგლებში მარგოტ ვალსტრომი ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა […]
↧