საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფცია შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც შეიქმნება სამი სახის რეზერვი: არმიის, ტერიტორიული და სპეციალისტების. თავდაცვის მინისტრის მრჩევლის, გიორგი თავდგირიძის განმარტებით, რეზერვის ეს კონცეფცია, ამოქმედების შემთხვევაში, სავალდებულო სამხედრო სამსახურის პარალელურად იმუშავებს. “სამხედრო სავალდებულო სამსახურში, საბრძოლო ქვედანაყოფებში ადამიანს იწვევენ, ასრულებენ სავალდებულო სამსახურს და აღრიცხვაზე არიან. მათ შეუძლიათ თავიანთი ნებით განაცხადონ ტერიტორიულ რეზერვში სამსახურის შესახებ. თუ ასეთ სურვილს არ […]
↧