ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 35-ე რაუნდზე, რომელიც 22-23 მარტს გაიმართა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, გალის რაიონში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM] შეხვედრები განახლდება, – ამის შესახებ ეუთოს [OSCE] გავრცელებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი. IPRM-ის შეხვედრების განახლებაზე განცხადებები მხარეების მიერ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კეთდებოდა. IPRM -ის შეხვედრები, ერგნეთის მსგავსად, 2009 წლიდან გალშიც იმართებოდა, თუმცა 2012 წელს აფხაზური […]
↧