ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ბაქო-სუფსის მაგისტრალური მილსადენიდან ნედლი ნავთობის ქურდობის ბრალდებით ორი ადამაიანი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, გ. ლ. და ი. კ. სისტემატიურად, ფარულად ეუფლებოდნენ მაგისტრალურ მილსადენში გამავალ ნედლ ნავთობს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულებმა ქარელის რაიონის სოფელ რუისში სპეციალური ტექნიკური მოწყობილობებით მიწის ქვეშ გაიყვანეს 1 კილომეტრი სიგრძის კუსტარული მილსადენი. კუსტარული მილსადენის გაყვანის შემდეგ […]
↧