ბარაკ ობამა აშშ-ის პირველი პრეზიდენტია, რომელიც კუბაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება 1959 წლის რევოლუციის შემდეგ. კალვინ კულიჯი იყო ამერიკის ბოლო პრეზიდენტი, რომელიც კუბას 1928 წელს ესტუმრა. ობამას ვიზიტი ჰავანაში 21 მარტს დაიწყო. პრეზიდენტის შეფასებით, ეს არის ისტორიული ვიზიტი. The Guardian-ის ცნობით, ამერიკის დელეგაცია დაახლოებით 800-დან 1200 ადამიანამდე შედგება. გამოცემის ცნობით, ბარაკ ობამამ მიშელ ობამასა და ორ შვილთან ერთად ფეხით გაისეირნა ძველ ჰავანაში. […]
↧