ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში დღეს დილით მომხდარ აფეთქებებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეხმაურება. მის განცხადებას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. “შემძრა ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარმა აფეთქებებმა – ტერორისტულ აქტებს ისევ შეეწირნენ უდანაშაულო ადამიანები. სიცოცხლის მოსპობის გარდა, ეს არის თავისუფალი საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ფსიქოლოგიური ტერორის მცდელობა, ეს არის უსასტიკესი დანაშაული, რომელსაც მთელი მსოფლიო უნდა აღუდგეს წინ და […]
↧