ბელგიის მედიის ცნობით 10 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა ბრიუსელის აეროპორტში აფეთქებების შედეგად. როიტერის ცნობით, დაღუპულთა რაოდენობის შესახებ მონაცემების წყარო საავადმყოფოა. თუმცა მსხვერპლთა რაოდენობის შესახებ ზუსტი და დადასტურებული ინფორმაცია ჯერ არ არის. ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელის აეროპორტში 22 მარტს, ადგილობრივი დროით 08.08 საათზე ორი აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის აეროპორტიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს. აეროპორტი ფრენებისთვისაც დაიხურა. […]
↧