მეან-გინეკოლოგია ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საერთაშორისო სტანდარტების ამ ახალგახსნილ ჰოსპიტალში არაერთი მაღალკვალიფიციური ექიმი მუშაობს, მაგრამ ერთი რამის თქმა თამამად შეიძლება: მეან-გინეკოლოგიის განყოფილებამ, მათ შორისაც კი, საუკეთესო მედიკოსებს მოუყარა თავი. პროფესიონალი ექიმების გუნდის ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებლობა ბათუმში ყველასათვის ცნობილმა ექიმმა, თემურ გაბაიძემ აიღო საკუთარ თავზე. საერთაშორისო ჰოსპიტალი 103 პაციენტზეა გათვლილი და 400 ადამიანი მუშაობს. […]
↧