“ამნესთი ინთერნეიშენალი” საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვით, ქორწინება არის ქალისა და კაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ლგბტ თემის მიმართ დისკრიმინაციულად მიიჩნევს. ორგანიზაციის აზრით, ეს სამომავლოდ ერთნაირსქესიან წყვილებს შორის ქორწინების აკრძალვის საფრთხეს ზრდის. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსალოდნელი ცვლილება კონსტიტუციაში დისკრიმინაციულია LGBTI თემის მიმართ და მათ უფლებას ართმევს, გაიზიარონ სამოქალაქო ქორწინებასთან დაკავშირებული ყველა სოციალური უფლება და სიკეთე. […]
↧