დღეს, 18 მარტს, მთაწმინდის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი დასახლებულ პუნქტში არ გადასულა და მის ჩაქრობას 8 სახანძრო ბრიგადა ცდილობდა. სააგენტოს ცნობით, ცეცხლი მხოლოდ ბალახს ეკიდა. მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარის ყველა კერა ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ნეტგაზეთს განუცხადეს, დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის ცნობილი. […]
↧