აკა მორჩილაძის 10 სცენარის მიხედვით მხატვრული ფილმების გადასაღებად საზოგადოებრივი მაუწყებელი სატელევიზიო რეჟისორების შერჩევას იწყებს. 18-დან 25 მარტამდე ვებ გვერდზე განთავსდება სპეციალური აპლიკაცია შერჩევაში მონაწილეობის მიღების მსურველებისათვის. საუკეთესოებს გამოავლენს სპეციალურად შექმნილი კომისია: საზოგადოებრივი მაუწყებლის კრეატიული ბლოკის დირექტორი სერგი გვარჯალაძე, ტელეფილმების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ვასაძე, დოკუმენტური სტუდიის ხელმძღვანელი კოტე ჯანდიერი, კინომცოდნე ლელა ოჩიაური და რეჟისორი დავით ჯანელიძე. […]
↧