შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის ინტერპოლმა , საპატრულო პოლიცამ და გამშვები პუნქტი „სადახლოს“ თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 55 წლის ჰუსეინ თ. საქართველოდან სომხეთის მიმართულებით გასვლისას დააკავეს. შსს აცხადებს, რომ ჰუსეინ თ. ანკარის ინტერპოლის მიერ 06.10.2015 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა. მათივე ცნობით, ჰუსეინ თ. დამნაშავედ არის ცნობილი […]
↧