პარლამენტში ზედიზედ ორჯერ კვორუმი არ შედგა. პლენარული სხდომა 12:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა რეგისტრაცია 12:30 წუთზე დაიწყო. თავდაპირველად რეგისტრაცია 75 დეპუტატმა გაიარა და პარლამენტს სხდომის გასახსნელად 1 ხმა დააკლდა. 10 წუთში განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა, მაგრამ ამჯერად 68-მა დეპუტატმა გაიარა რეგისტრაცია. მანანა კობახიძის თქმით, რეგისტრაციას მესამედ 30 წუთში დაიწყებენ.
↧