თვითმმართველობის წევრებმა ცადეს, უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტში შეჭრილიყვნენ, რასაც პოლიცია შეეწინააღმდეგა. თსუ-ს თვითმმართველობის წევრებმა, რომლებიც უნივერსიტეტში აქციას 12 საათიდან მართავენ, ცადეს რექტორის კაბინეტის კარი შეემტვრიათ, თუმცა პოლიციამ ისინი ძალის გამოყენებით მოაცილა კაბინეტს. თვითმმართველობის წევრები დაახლოებით 14 საათზე უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შენობაში შევიდნენ. ისინი რექტორის კაბინეტთან არიან შეკრებილი და სკანდირებენ სიტყვებს: “წადი! წადი!”
↧