Quantcast
Channel: Netgazeti
Viewing all articles
Browse latest Browse all 45673

ქრთამის აღების ბრალდებით “თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელი დააკავეს

$
0
0
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის მოთხოვნისა და აღების ბრალდებით თბილისის მერიის დაფუძნებული “თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელი მ. მ. დააკავა. გამოძიების ცნობით ბრალდებული ერთ-ერთ მოქალაქეს დაპირდა „თბილსერვის ჯგუფში“ დასაქმებას, სანაცვლოდ კი ქრთამის სახით 1500 ლარი აიღო. საჯარო მოხელე დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც სასჯელის სახით 6-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Viewing all articles
Browse latest Browse all 45673

Trending Articles