სააგენტო “ინტერპრესნიუსი” განცხადებას ავრცელებს და ბოდიშს იხდის: სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” დღეს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ youtube-ზე გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა. მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს ინფორმაციას თან არ ახლდა არც ვიდეომასალა და არც მასზე გადასასვლელი ბმული, დასახელებული იყო ვიდეოს სახელწოდება, რაც საშუალებას იძლეოდა მომხდარიყო პირის იდენტიფიცირება. სააგენტო აცნობიერებს მის მიერ დაშვებულ შეცდომას და ბოდიშს იხდის. […]
↧