აფხაზეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საგამოძიებო დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ 9 მარტს გამართული არასანქცირებული აქციის ფაქტზე მოკვლევას ატარებს. უწყების ცნობით, მოკვლევის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების და რუსლან ჯელიას ქმედებები სამართლებრივად შეფასდება. “დრანდის” ციხის ყოფილი ხელმძღვანელის, რუსლან ჯელიას ნათესავები და კოლეგები 9 მარტს აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ შეიკრიბნენ და მინისტრ ლეონიდ ძიაპშპას გადადგომა მოითხოვეს. […]
↧