თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით კინწურაშვილის გადაწყვეტილებით, ოპერაში სტუდენტებისათვის ბილეთების ფასებზე შეღავათები დაწესდება. თეატრის ინფორმაციით, ქვეყნის ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტისათვის საოპერო და საბალეტო სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 და 7, ხოლო პრემიერაზე 10 ლარი იქნება. ოპერის თეატრმა თითოეულ სპექტაკლზე დასასწრებად უკვე გამოყო 100-100 ბილეთი. ახალგაზრდების დაინტერესების შემთხვევაში ეს რაოდენობა გაიზრდება. ბილეთების შეძენის […]
↧