დღეს, 7 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ტერორისტული დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებულების: აიუფ ბორჩაშვილის, გიორგი ხუტუნიშვილის, დავით ფირისებიას და გიორგი კუპრავას მიმართ. აიუფ ბორჩაშვილს 14 წლით, გიორგი ხუტუნიშვილს 11 წლით, ხოლო დავით ფირისებიას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ხოლო გიორგი კუპრავას, რადგან მან აღიარა ბრალი, საპროცესო შეთანხმების საფუძელზე სასჯელის სახედ […]
↧