რუსთაველის თეატრის ალისფრად განათებულ ფოიესთან მსმენელმა შეკრება კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყო. ეს ის შემთხვევაა, როდესაც შემსრულებელს მხოლოდ ახალგაზრდები არ ელოდებოდნენ. მოსაცდელში შუახნის წყვილებსაც შეამჩნევდით. ავსტრიული მუსიკალური ექსპერიმენტული პროექტი Soap&Skin თბილისს უკვე მეორედ ეწვია. 25 წლის მუსიკოსის, ანია პლაშგის პროექტს ქართველი მსმენელი პირველად Tbilisi Open Air 2015-ზე გაეცნო და განსაკუთებული მოწონებაც დაიმსახურა. Björk-ითა და სერგეი […]
↧