ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, დღეს, 2 მარტს გამართული მოლაპარაკების შედეგად, მუსლიმებს სასაფლაოსთვის მიწა გადაეცემათ და ქრისტიანული საფლავებისგან ღობით გამოიყოფა. სამცხე-ჯავახეთის მუფთის, მამუკა ვაშაყმაძის თქმით, შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ სოფელ ადიგენში, მოქმედი სასაფლაოს გვერდით მუსლიმური სასაფლაოსთვის ადგილს გამოყოფენ. 2 მარტს გამართულ მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ-რწმუნებული, სრულიად საქართველოს მუფთი, ადიგენის მუსლიმური და მართლმადიდებელი მოსახლეობა, გამგებელი, ჭულეს მონასტრის […]
↧