საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიერ გავრცელებული მისასალმებელი სიტყვის ვერსია გაცილებით გრძელია, ვიდრე ტექსტი, რითაც პატრიარქი ილია II მიესალმა რომის პაპ ფრანცისკეს. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ტექსტი რამდენიმე დამატებით დეტალს შეიცავს. საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ტექსტში ვკითხულობთ: “ვიდრე ხელისუფლებები არ გააცნობიერებენ ღვთის რწმენის მნიშვნელობას და საზოგადოებაშიც მის დანერგვას ხელს არ შეუწყობენ, მდგომარეობა არ გამოსწორდება”. პატრიარქს კი ამ ნაწილზე თავის სიტყვაში არ უსაუბრია. […]
↧