თბილისის მეტრის თანამშრომლებმა დღეს, 1 მარტს აქცია გამართეს და შრომის ანაზღაურების გაუმჯობესება მოითხოვეს. იმ შემთხვევაში, თუკი მერია მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს, მეტროპოლიტენის თანამშრომლები გაფიცვით იმუქრებიან, რაზეც წინასწარ უხდიან ბოდიშს მოსახლეობას. აქციის მონაწილეები ჟურნალისტებთან განმარტავენ, რომ მათ წინასაგაფიცვო მოქმედებების დაწყებასთან დაკავშორებით უკვე შეტანილი აქვთ განცხადება და 21 დღის შემდეგ, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შრომის კანონმდებლობის შესაბამისად, გაფიცვას […]
↧