აეროპორტის გზატკეცილზე მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები საქართველოში რომის პაპის ვიზიტს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების თქმით, პაპი ქვეყანაში პრეზიდენტმა მოიწვია და ილია მეორე იძულებული გახადა, მასაც მოეწვია. მანიფესტანტებს აქციაზე მოტანილი აქვთ ბანერები წარწერით: “ვატიკანი სულიერი აგრესორია”; “პაპო, შენ არ ხარ სასურველი მართლმადიდებლურ საქართველოში” და სხვა. “ჩვენ ვაპირებთ პაპის ვიზიტის მხილებას და მართლმადიდებლებს მოვუწოდებთ, არ დაესწრონ პაპის მესას. […]
↧